Belive

5 ოლიმპიური სახეობა, რომელშიც აშშ-ს მედალი არ მოუპოვებია

4 თვის წინ სხვა
2 წთ

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით აბსოლუტური რეკორდსმენია (1061 ოქრო, 830 ვერცხლი, 738 ბრინჯაო), არსებობს რამდენიმე სახეობა, რომელშიც ამერიკელებმა წარმატებას ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს.

გთავაზობთ ოლიმპიურ სახეობებს, რომელშიც აშშ-ს მედალი მოპოვებული არ აქვს:

ბადმინტონი - სპორტის ამ სახეობის დებიუტი ოლიმპიადაზე (ოფიციალური) 1992 წელს, ბარსელონაში შედგა. ყველაზე მეტი მედალი ჩინეთს (47) აქვს, მეორეზე ინდონეზიაა (21), მესამეზე კი - სამხრეთ კორეა (20).

ხელბურთი - მამაკაცთა ხელბურთში ყველაზე მეტი მედალი (5) საფრანგეთის ანგარიშზეა, ქალთა ხელბურთში კი ნორვეგიის (7). ყველაზე მეტი, 3 ოქრო დანიას აქვს.

მხატვრული ტანვარჯიში - დებიუტი 1984 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე შედგა. ყველაზე წარმატებული ქვეყანა 16 მედლით რუსეთია.

მაგიდის ჩოგბურთი - ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთს 1988 წლიდან თამაშობენ. ამ სახეობაში დომინანტი ჩინეთია, რომლის ანგარიშზეც 60 მედალია (32 ოქრო, 20 ვერცხლი, 8 ბრინჯაო, მეორე ადგილზე 18 მედლით სამხრეთ კორეაა.

ბატუტზე ხტომა - დებიუტი 2000 წელს, სიდნიეს ოლიმპიადაზე შედგა. ყველაზე წარმატებული ქვეყნები ჩინეთი და კანადა არიან.

ამ მომენტისთვის პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ს ნაკრებს ყველაზე მეტი, 37 მედალი (9 ოქრო, 15 ვერცხლი, 13 ბრინჯაო) აქვს მოპოვებული (11 სხვადასხვა სახეობაში), თუმცა ამერიკელები საერთო ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებენ, რადგან ოქროების რაოდენობით ჩინელებს (11) ჩამორჩებიან.

View this post on Instagram

A post shared by ESPN (@espn)

სხვა სტატიები