Belive

5-6 ოქტომბერს, Georgian Drift Series-ის წლევანდელი სეზონის დასკვნითი რბოლა გაიმართება

1 კვირის წინ სხვა
2 წთ

5-6 ოქტომბერს, რუსთავში, დრიფტის 5-ეტაპიანი ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის დასკვნითი რბოლა აიღებს სტარტს. „betlive Racing Season 2024“-ის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები, შეიკრიბებიან და საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

5 ოქტომბერს საკვალიფიკაციო რბოლები გაიმართება, ხოლო 6-ში ფინალური ეტაპი შედგება, რომელსაც ავტოსპორტის მოყვარულები აუცილებლად უნდა დაესწრონ, რათა მაქსიმალური ადრენალინი გამოიმუშავონ და სანახაობრივი დაპირისპირებით ისიამოვნონ. აღსანიშნავია, რომ იქნება გათამაშებები, სადაც მონაწილეები მიიღებენ მაისურებს, კეპებს, სამაჯურებს და სხვა საჩუქრებს.

betlive-სა და Georgian Drift Series-ის კოლაბორაციით, ივენთების სერია „betlive Racing Season“-ს აქტიურად მიმდინარეობს. ივენთები ტარდება, როგორც თბილისში, ასევე, სხვადასხვა ქალაქში. შეგახსენებთ, „Georgian Drift Series 2024“-ის პირველი ეტაპი 6-7 აპრილს რუსთავის ავტოდრომზე გაიმართა. გულშემატკივრებმა დაუვიწყარი სანახაობა ფოთსა და ზუგდიდშიც იხილეს, სადაც პროფესიონალმა მრბოლელებმა ტექნიკის დემონსტრირება მოახდინეს.

ფინალური რბოლის წინ სატურნირო ცხრილში საინტერესო ვითარებაა - GDS'24 PRO კლასში პირველ ადგილს ირაკლი შალიკაშვილი იკავებს (375) ქულა. მეორე პოზიციაზე გიორგი კოდუა იმყოფება (313 ქულა), ხოლო მესამე ადგილზე ალექსანდრე ხეროდინაშვილია (227 ქულით). GDS'24 გუნდური ჩათვლაში პირველი ადგილისთვის GM Tuning & R.E.G Racing Team (591 ქულა) და Legends Group (495 ქულა) იბრძვიან. მესამე ადგილზე კი Drift Motors (284 ქულა) იმყოფება.

დაძაბული სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, Georgian Drift Series-ის წლევანდელი სეზონის დასკვნით რბოლაზე, სანახაობრივ დაპირისპირებებს ველით - ამიტომ არ გამოტოვო 5-6 ოქტომბერს გასამართი ივენთი.