Belive

31 წლის ტაკატომ წონა შეიცვალა - დებიუტი სექტემბერში შედგება

1 თვის წინ სხვა
1 წთ

უძლიერესმა იაპონელმა ძიუდოისტმა, 4-გზის მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ნაოჰისა ტაკატომ, 31 წლის ასაკში წონის შეცვლა გადაწყვიტა და 60 კგ-დან 66 კგ წონით კატეგორიაში გადავიდა, სადაც მას უძლიერესი კონკურენტი, 2-გზის ოლიმპიური და 4-გზის მსოლიო ჩემპიონი - ჰიფუმი აბე ეყოლება.

ნაოჰისა ტაკატომ განაცხადა, რომ კოდოკანის თასზე 66 კგ-ში იასპარეზებს, თუმცა განთესილი სპორტსმენი არ იქნება. ახალ წონით კატეგორიაში, ტაკატოს დებიუტი სექტემბერში შედგება.

ამრიგად, ტაკატოს სურს მიიღოს კვოტა საერთაშორისო ტურნირებზე, რადგან კოდოკანის თასის ფინალისტები იღებენ კვოტებს ტოკიოში საშინაო გრან სლემზე, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.

ტაკატომ განაცხადა, რომ ასაკის მიუხედავად, იგი ჯერჯერობით არც კი განიხილავს ძიუდოდან წასვლას და დაამტკიცებს, რომ მას კვლავ ყველაფრის მოგება შეუძლია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ტაკატოს ახალ წონაში 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი - ჰიფუ აბე ეყოლება კონკურენტად.

ნაოჰისა ტაკატოს ყველა შეჯიბრი 60 კგ წონით კატეგორიაში აქვს მოგებული

სხვა სტატიები