2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო რუსეთის ნაცვლად მიიღებს მონაწილეობას
2 წლის წინ
სხვა
1 წთ
"უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ გარკვეული სანქციები დაანონსებულიც იყო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ახლა მიიღეს, რომელიც, ჩვენი და რუსეთის ურთიერთობიდან გამომდინარე, ათმაგად სასიხარულოა. მოხდა ის, რაც ყველას უნდოდა, სიკეთემ ბოროტებაზე უნდა გაიმარჯვოს. ისიც აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ბუდაპეშტში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად 1 ადგილი დააკლდა", - განაცხადა "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა და საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა, გიორგი ხვედელიანმა.უკრაინაში შეჭრის ფონზე, FINA-მ რუსეთს 2022 წლის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებაც ჩამოართვა. თავის მხრივ, რუსეთის ცურვის ფედერაციამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე, ცურვის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ ტურნირებზე არცერთი რუსი სპორტსმენი აღარ იასპარეზებს. ასევე, ცურვის საერთაშორისო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი რუსი მოცურავის, ევგენი რილოვის მიერ FINA-ს წესების სავარაუდო დარღვევას იძიებს, რომელიც მოსკოვში, "ლუჟნიკის" სტადიონზე, უკრაინაში მიმდინარე ომის მხარდამჭერი ყრილობის მონაწილე იყო.