Belive

2 ოქრო და 1 ვერცხლი - ქართველი მოჭიდავეების წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

6 საათის წინ სხვა
1 წთ

გერმანიის ქალაქ ლადენბურგში გამართულ ღია საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ქართველმა მოჭიდავეებმა ფენომენალურად იასპარეზეს.

საერთაშორისო ტურნირზე სიღნაღის რაიონის, სოფელ ბოდბისხევის საჭიდაო დარბაზის წევრები - ლუსი ტუხაშვილი, ვიკა ტუხაშვილი და მარიამ მოლაშვილი გამოდიოდნენ და სამივე მათგანმა შეძლო მედლის მოგება. მარიამ მოლაშვილმა და ლუსი ტუხაშვილმა ტურნირზე პირველობა არავის დაუთმეს და ოქროსმედალოსნები გახდნენ. სამწუხაროდ, ვიკა ტუხა ტუხაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

9 წლის ლუსი ტუხაშვილმა ყველა დაპირისპირება ისე მოიგო, რომ ქულა არ დაუკარგავს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუსი ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებს იგებს, რაც პატარა მოჭიდავისა და მისი მთავარი მწვრთნელის, ჯონი ქვრივიშვილის უდიდესი შრომის შედეგია.