Belive

"17 თებერვალს ვოლკანოვსკის დავამარცხებ და შემდეგი მაქსი იქნება" - ილია თოფურია

5 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართული MMA-ს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. 17 თებერვალს ილია თოფურია პირველი ქართველი გახდება, რომელიც საჩემპიონო ქამარზე იჩხუბებს. მისი მეტოქე ავსტრალიელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება.

როგორც ილია ამბობს, ამ ბრძოლისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება და საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულიც არის. იმდენად დარწმუნებული, რომ უკვე მომავალ მეტოქესაც იწვევს. "მატადორმა" ვოლკანოვსკის შემდეგ, ჰოლოვეისთან დაპირისპირების სურვილი გამოთქვა.

აი როგორ განვითარდება მოვლენები: 17 თებერვალს "ვოლკს" დავამარცხებ და შემდეგ, ესპანეთში მაქს ჰოლოვეის შევებრძოლები. ახლა ეს არის ჩემი მიზანი და ვფიქრობ, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება. - განაცხადა "მატადორმა"
View this post on Instagram

A post shared by BRWLRZ ® (@brwlrz)

გუშინ სოციალურ ქსელში თოფურიას ვიდეო გავრცელდა, სადაც ის გულშემატკივარს ღვიძლში ურტყამს. "მატადორის" Liver Punch-ს ბევრი ვერ უძლებს და ბუნებრივია ის გულშემატკივრისთვისაც საზიანო გამოდგა.

View this post on Instagram

A post shared by Full Violence ™ (@fullviolence)

"ამ დარტყმებს ვოლკანოვსკი საუზმესავით შეჭამს"

"მან ძალის მხოლოდ 10% გამოიყენა"

"წარმოიდგინეთ, ეს მისი სუსტი ხელია" - ასე გამოეხმაურა გულშემატკივარი ამ ვიდეოს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიასა და ვოლკანოვსკის დაპირისპირება კალიფორნიაში გაიმართება. აღნიშნული დაპირისპირება 2024 წელს, თბილისის, დროით 18 თებერვალს შედგება.

სხვა სტატიები