Belive

რუსეთს და ბელარუსს ჰოკეის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ

2 წლის წინ სხვა
1 წთ

ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ რიგგარეშე შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც რუსეთისა და ბელარუსის ფედერაციებს წევრობა გაუუქმდა. IIHF-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთისა და ბელარუსის ყველა ასაკობრივ ნაკრებს ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალა. შედეგად, რუსეთი და ბელარუსი 2022 წელს ფინეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებენ. გარდა ამისა, რუსეთმა დაკარგა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, რომელიც 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის იანვრამდე უნდა გამართულიყო. დღეს ასეთივე გადაწყვეტილება ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამაც მიიღო - ფიფას განცხადებით, რუსეთის ვერცერთი ნაკრები და კლუბი საერთაშორი ტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.


სხვა სტატიები