Belive

100 ევრო კილომეტრზე - რეიმსის ფეხბურთელმა კონტრაქტში სპეციალური პუნქტის შეტანა ითხოვა

11 თვის წინ სხვა
1 წთ

,,რეიმსის'' ნახევარმცველმა, მარშალ მუნეციმ, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა.

ფეხბურთელის ახალ ხელშეკრულებაში საინტერესო პუნქტი ჩაიწერა - 26 წლის ზიმბაბველის მიერ ყოველ დაფარულ 1 კილომეტრზე, გუნდი ვალდებულია მის საქველმოქმედო ფონდში 100 ევრო გადარიცხოს.

მუნეცის ფონდი უკვე 4 წელია ფუნქციონირებს და არაერთ სოციალურ აქტივობასთან ერთად, ზიმბამბველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებასაც ითვალისწინებს.

,,ყოველ კილომეტრზე, რომელსაც მუნეცი დაფარავს, ,,რეიმსი'' პირობას დებს, რომ 100 ევროს მის ფონდში გადარიცხავს. ჩვენ კონტრაქტს ვახანგრძლივებთ პიროვნებასთან და არა უბრალოდ ფეხბურთელთან,'' - წერია გუნდის ვებგვერდზე.

მიმდინარე სეზონში მუნეცის ანგარიშზე ,,რეიმსის'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.