10 წლის რომან შოგჯიევი ყველაზე პატარა ოსტატი გახდა
10 წლის რუსმა მოჭადრაკემ, რომან შოგჯიევმა, ოფიციალურად მიიღო საერთაშორისო ოსტატის ტიტული და გახდა ამ სტატუსის მქონე ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი.
შოგჯიევმა საერთაშორისო ოსტატის ტიტულის სტანდარტი 10 წლის, 3 თვის და 21 დღის ასაკში შეასრულა. მანამდე ეს მიღწევა არგენტინელ ფაუსტინო ოროს ეკუთვნოდა (10 წლის, 8 თვის და 16 დღის).
25 წლის იანვარში, მაშინ ცხრა წლის რომანი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე, რომელმაც დააკმაყოფილა საერთაშორისო ოსტატისთვის საჭირო კრიტერიუმები. მან დაამყარა მსოფლიო რეკორდი სიჩქარეში და შეასრულა ნორმა 9 წლის, 10 თვის და 7 დღის ასაკში,
საერთაშორისო ოსტატის ტიტული წინ უსწრებს დიდოსტატის ტიტულს. ახალგაზრდა მოჭადრაკე, ამ მიღწევით, წარდგენილია გინესისა და რუსეთის რეკორდების წიგნებში სარეგისტრაციოდ.
10-yo Russian Roman Shogdzhiev becomes youngest international chess master
— RT (@RT_com) July 22, 2025
World Chess Federation officially awards title to the prodigy of Kalmyk origin
Achievement now headed to Guinness World Records pic.twitter.com/pANZrit9aJ