Belive

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჯიო სკარიოლომ, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული, 15-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. იტალიელი სპეციალისტი საბოლოოდ 12 მოთამაშეზე შეაჩერებს არჩევანს.


ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა: ალბერტო აბალდე (რეალი), სანტი ალდამა (მემფისი) ლორენცო ბრაუნი (პანათინაიკოსი), ალბერტო დიასი (უნიკახა), დარიო ბრიზუელა (ბარსელონა) ხუანჩო ერნანგომესი (პანათინაიკოსი), უილი ერნანგომესი (ბარსელონა), სერხიო დე ლარეა (ვალენსია), ელი ჯონ ნდიაიე (რეალი), ჟოელ პარა (ბარსელონა), ხაიმე პრადილა (ვალენსია), ჟოზეპ პუერტა (ვალენსია) იანკუბა სიმა (უნიკახა), სანტი იუსტა (სარაგოსა) ხაბი ლოპეს-აროსტეგი (ვალენსია)


ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 28 აგვისტოს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. C ჯგუფში, ასევე, იტალიის, კვიპროსის, საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებები იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატს, რომელიც 27 აგვისტოს დაიწყება, 4 ქვეყანა - კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს კვიპროსში ჩაატარებს.

სხვა სტატიები