როჩდეილი/იორკის დრამა შედგა - ფეხბურთი ემოციების თამაშია
4 დღის წინ
ვიდეო მიმოხილვები
1 წთ
ეს იორკ სიტისთვის ექსტაზიი იყო, ხოლო როჩდეილისთვის - ტანჯვა.
ინგლისის ნაციონალური ლიგის ბოლო ტურში, იორკი პირველ ადგილზე იყო (107 ქულა), ხოლო როჩდეილი მეორეზე (105 ქულა).
უკანასკნელ, 46-ე ტურში სწორედ როჩდეილი მასპინძლობდა იორკს - 103-ე წუთამდე იგებდა თამაშს და შესაბამისად, მოპოვებული 3 ქულით, პირველზე გადადიოდა და ინგლისის მეოთხე ლიგაში პირდაპირ აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ, იორკმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და თავად გადავიდა ზედა ლიგაში.
როჩდეილი მაინც არ დაკარგავს დაწინაურების შანსს, ნაციონალური ლიგის მეორე და მესამე ადგილზე გასულები ჯერ ნახევარფინალს ითამაშებენ, შემდეგ კი ფინალში ზედა ლიგის (გასავარდნი ზონის) ნახევარფინალში გამარჯვებულს შეხვდებიან.