Belive

ნეიმარს 'ყველა ერჩის' - ბრაზილიელი შეცდომით შეცვალეს

1 წთ

სანტოსი ბრაზილიის სერია A-ს მე-16 ტურში კორიტიბას ეთამაშებოდა და პირველ ტაიმში 3:0-ს აგებდა. თითქოს ეს არ კმაროდა, მეორე ტაიმში ნეიმარი სკანდალში გაეხვა - საკმაოდ უცნაური შემთხვევის გამო.

სანტოსის მწვრთნელს კუკას, მარცხენა მცველის, გონსალო ესკობარის შეცვლა (31-ნომრიანი მაისურით) და რობინიო უმცროსის შეყვანა სურდა. მეოთხე მსაჯმა კი უნებლიეთ ასწია დაფა, რომელზეც ნეიმარის 10 ნომერი იყო გამოსახული. მიუხედავად იმისა, რომ შემტევმა ნახევარმცველმა სწრაფად გაასაჩივრა შეცდომა და მსაჯს ამაზე მიუთითა, ის ოფიციალურად შეცვალეს და მოედანზე დაბრუნება ვეღარ შეძლო. ნეიმარი აღშფოთებული იყო და მოედნის გვერდით მდგომ კამერას მიუბრუნდა, მაყურებელს კი მეოთხე მსაჯის ფურცელი აჩვენა, რომელზეც N31 ეწერა.

სხვა სტატიები