წარმატებაში ის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს - გლოსტერმა კვესელაძეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
3 წლის წინ
რაგბი
1 წთ
"ქართველმა ცენტრმა - გიორგი კვესელაძემ, თეთრ-წითელი კვართის მორგებისთანავე გაიბრწყინა და ყურადღება მიიპყრო. ფიზიკურად ძლიერი კვესელაძე ბურთის წაღებისა და მოწინააღმდეგის დაცვის გაგლეჯვის უნარით გამოირჩევა. "გლოსტერის" სამომავლო წარმატებაში ის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს”, - აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.24 ნოემბერს, "გლოსტერის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ოთხმა მორაგბემ მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. რუან აკერმანი, მატიას ალემანო, გიორგი კვესელაძე და ვალ რაფავა-რუსკინი პრემიერშიპის ბინადარი კლუბის ღირსებას კიდევ მრავალი წლის მანძილზე დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ რაფავა-რუსკინი საქართველოშია დაბადებული და “ბორჯღალოსან” გია რაფავას ვაჟია, თუმცა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით არასდროს უასპარეზია.