უორენ გეთლენდი უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს
უორენ გეთლენდი უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სპორტული მედია საშუალებები ავრცელებენ.
2025 წლის 6 ერის ჩემპიონატის საწყის 2 ტურში, უელსელები ჯერ საფრანგეთთან განადგურდნენ, შემდეგ კი იტალიასთან დამარცხდნენ. გეთლენდის მეთაურობით, "დრაკონები" ზედიზედ 14 ტესტ-მატჩში დამარცხდნენ და მსოფლიო რაგბის რეიტინგში ისტორიულ მინიმალურ პოზიციამდე (12) დაქვეუთდნენ. ორმხრივი შეთანხმების შეგედად გადაწყდა, რომ ახალ ზელანდიელი ლეგენდა უელსურ რაგბის დაემშვიდობება.
Warren Gatland is set to leave his role as Wales head coach with immediate effect, after leading Wales to a record 14 successive Test match defeats. pic.twitter.com/G9lpb2F3Os
— Sky Sports Rugby Union (@SkySportsRugby) February 11, 2025
აღსანიშნავია, რომ გეთლენდი უელსის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2007/19 წლების განმავლობაში წვრთნიდა და "დრაკონებს" 6 ერის ჩემპიონის ტიტული ოთხჯერ მოაგებინა. 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, გეთლენდის მეთაურობით უელსი ნახევარფინალში გავიდა, სადაც სამხრეთ აფრიკის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, უელსელები "ოლ ბლექსთან" დამარცხდნენ და აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, გეთლენდმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
2022 წელს, უორენ გეთლენდმა უეინ პივაკი ჩაანაცვლა და უელსის მორაგბეთა ნაკრები კიდევ ერთხელ ჩაიბარა, მაგრამ კრიზისის დაძლევა და შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლო.