უელსის შემადგენლობა ავსტრალიის წინააღმდეგ
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის C-ჯგუფის პრინციპულ შეხვედრაში, უელსისა და ავსტრალიის დაპირისპირება შედგება. მატჩი ორივე გუნდისთვის პრინციპულ დატვირთვას ატარებს. უელსი გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილს პრაქტიკულად გაინაღდებს - ავსტრალია კი მარცხის შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის შანსს დაემშვიდობება.
პრინციპული მატჩის წინ, უელსის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - უორენ გეტლენდმა "დრაკონების" შემადგენლობა დაასახელა.
უელსის შემადგენლობა
შერკინება: 1. გარეტ ტომასი 2. რაიან ელიასი 3. ტომას ფრენსისი 4. უილ როულენდსი 5. ადამ ბერდი 6. აარონ ვეინვრაითი 7. ჯეკ მორგანი (C) 8. ტაულუპე ფალეტაუ
ხაზი: 9. გარეთ დევისი 10. დენ ბიგარი 11. ჯოშ ადამსი 12. ნიკ ტომპკინსი 13. ჯორჯ ნორსი 14. ლუის რის-ზემიტი 15. ლაიამ უილიამსი
მარქაფა: 16. ელიოტ დი 17. კორი დომაჩოვსკი 18. ჰენრი თომასი 20. დეფიდ ჯენკინსი 21. ტეინ ბაშამი 22. გარეთ ანსკომბი 22. რიო დაიერი