Belive

შავი ლომი სამხრეთ აფრიკაში 3 შეხვედრას ჩაატარებს

1 კვირის წინ რაგბი
1 წთ

შავი ლომი ივნისში, სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე გაემგზავრება და „ტოიოტა ჩელენჯის“ ფარგლებში, ადგილობრივ წამყვან გუნდებთან სამ თამაშს გამართავს.

ქართული ფრენჩაიზი „ტოიოტა ჩელენჯში“ მეორედ იღებს მონაწილეობას. 2025 წლის ოქტომბერში ის ბლუმფონტეინის „ტოიოტა სთედიუმზე“ ‘ჩიტასს’ ორჯერ შეხვდა და პირველ მატჩში მასპინძლები 39:38 დაამარცხა, მეორეში კი აფრიკელებმა 24:5 გაიმარჯვეს.

წელს ტურნირი განასხვავებული ფორმატით ტარდება. მასში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას - სამი აფრიკული და სამი ევროპული. შესაბამისად, თითოეულ ევროპულ გუნდს, სამ სამხრეთ აფრიკულ გუნდთან მოუწევს შერკინება.

შავი ლომი 5 ივნისს ‘აირლინკ პუმასს’ შეხვდება და ტურნირიც ამ თამაშით გაიხსნება; 10-ში ‘სუზუკი გრიქასს’ შეერკინება; ხოლო 14 ივნისს ‘ტოიოტა ჩიტასს’ ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ ეს 2026 წლის „ტოიოტა ჩელენჯის“ პირველი ეტაპია, მეორე ეტაპს კი საქართველო, თბილისი ოქტომბერში უმასპინძლებს და შავი ლომი სამხრეთ აფრიკულ გუნდებთან საპასუხო შეხვედრებს გამართავს.