Belive

საქართველომ შვეიცარია რეკორდული სხვაობით დაამარცხა

1 დღის წინ რაგბი
1 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყო. ბორჯღალოსნებმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში ჩაატარეს, კერძოდ კი ავჭალაში შვეიცარიას უმასპინძლეს. მატჩი ჩვენი ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელიც სარეკორდო იყო - 110:0.

აქამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების რეკორდი ჩეხეთთან მოგება იყო, რომელიც 98:3 დასრულდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 8 თებერვალს, 15:00 საათზე კვლავ ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები