საფეხბურთო ციებ-ცხელების შემდეგ, რაგბის დრო დადგა - საუდის არაბეთს მსოფლიო თასის მასპინძლობა სურს
საფეხბურთო ციებ-ცხელებისა და ტრანსფერებისთვის გამოყოფილი 17 მილიარდიანი ბიუჯეტის შემდეგ, რაგბის დროც დადგა - საუდის არაბეთს 2035 წლის რაგბის მსოფლიო თასისა და 2037 წლის ქალთა მსოფლიო თასის მასპინძლობა სურს.
სარაგბო პორტალებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საუდის არაბეთს სურს კონკურენცია გაუწიოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ინგლისი, ახალი ზელანდია, იტალია და იაპონია, რათა მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლება მიიღოს.
მსოფლიო რაგბის მიერ მიღებული უახლესი გადაწყვეტილების თანახმად, პრეტენდენტებს უფლება აქვთ განაცხადი გააკეთონ, როგორც კაცთა - ასევე ქალთა მსოფლიო თასებზე, რომლებიც 2-წლიანი ინტერვალით იმართება. 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასს, საფრანგეთი მასპინძლობს. 2027-ში მსოფლიო პირველობა ავსტრალიაში გაიმართება, ხოლო 2031 წლის რაგბის მსოფლიო თასს აშშ უმასპინძლებს.