RUCK | ბორჯღალოსნებს ლეგენდარული უორენ გეთლენდი გაწვრთნის
ლეგენდარული უორენ გეთლენდი შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნოს. ინფორმაციას ისეთი ავტორიტეტული გამოცემები ავრცელებენ, როგორიცაა: Ruck და The New Zealand Herald.
ბრიტანულ და ახალ ზელანდიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და გეთლენდი საქართველოს ნომერ პირველი არჩევანია.
Hearing these Warren Gatland to 🇬🇪 Georgia rumours are legitimate.
— Tier 2 Rugby (@T2Rugby) December 15, 2025
As long as he's isn't charging a ridiculous amount, fully dedicates himself to the role, then hard for a "Tier 2"nation to turn down that level of top level experience if it is on offer. https://t.co/ceNSSsotVO
უორენ გეთლენდი თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. ახალ ზელანდიელ სპეციალისტს განსაკუთრებით წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობა უელსის მორაგბეთა ნაკრებსა და ბრიტანელ & ირლანდიელ ლომებში ჰქონდა.
გეთლენდის ხელმძღვანელობით უელსი 4-ჯერ გახდა 6 ერის ტრიუმფატორი (3 გრანდ სლემი). მის სახელს უკავშირდება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 3 წარმატებული ტურნეც.
გეთლენდი ცნობილია, როგორც მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია მინიმალური რესურსებით, მაქსიმალურად ძლიერი და დისციპლინირებული გუნდის შენება - სწორედ ამიტომ ზელანდიელი სპეციალისტი ბორჯღალოსნებისთვის იდეალურ კანდიდატურაა.
როგორც აღვნიშნეთ, გეთლენდი მთავარი კანდიდატია, მაგრამ მედიაში თუმცა 2 სხვა კანდიდატურაც განიხილება - ბრივის მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკანი და პერპინიანის ყოფილი მწვრთნელი ფრენკ აზემა.