რიჩარდ ქოქრილმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დატოვა
6 საათის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ ქოქრილმა თანამდებობა დატოვა. რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ინგლისელ სპეციალისტთან 2-წლიანი თანამშრომლობა ოფიციალურად დასრულდა.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს იმ პატივისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრენჩაიზის, შავი ლომის მთავარი მწვრთნელობა ქვია.
ვამაყობ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული პერიოდით. მე შევქმენი მყარი ფუნდამენტი გუნდის მომავლისთვის და მას უკეთეს მდგომარეობაში ვტოვებ, ვიდრე მანამდე იყო. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა გასაოცარი კულტურითა და თბილი, სტუმართმოყვარე ხალხით. მე უნიკალური სარაგბო და ცხოვრებისეული გამოცდილება შევიძინე. - რიჩარდ ქოქრილი.
54 წლის ინგლისელი სპეციალისტის მეთაურობით ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატი ორჯერ (2024, 2025) მოიგეს და იაპონიის დამარცხებაც შეძლეს.
მთლიანობაში ქოქრილის პერიოდში საქართველოს ნაკრებმა 22 მატჩი გამართა, საიდანაც 14 მოიგო.
ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ შეცვლის რიჩარდ ქოქრილს, თუმცა ფრანგულ მედიაში აქტიურად განიხილება 2 კანდიდატურა - ბრივის მთავარი მწვრთნელი პიერ-ანრი ბრონკარი და პერპინიანის ყოფილი მწვრთნელი ფრენკ აზემა.