Planet Rugby | 2023 წლის Top 10 მორაგბე
ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა Planet Rugby-მ 2023 წელის შეაფასა და 10 საუკეთესო მორაგბე გამოავლინა. ბრიტანული სარაგბო გამოცემის ვერსიით, 2023 წლის საუკეთესო მორაგბე არდი სავეა გახდა, მეორე ადგილი კი სამხრეთ აფრიკელმა - ებენ ეთზებეტმა დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ Planet Rugby-ს საუკეთესო ათეულში მხოლოდ 2 სამხრეთ აფრიკელი მორაგბე მოხვდა. ეთზებეტთან ერთად, Top 10-ში პიტერ-სტეფ დუ ტოიც აღმოჩნდა.
Planet Rugby-ს Top 10
არდი სავეა (ახალი ზელანდია)
ებენ ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
ანტუან დუპონი (საფრანგეთი)
პიტერ-სტეფ დუ ტოი (სამხრეთ აფრიკა)
ბანდი აკი (ირლანდია)
უილ ჯორდანი (ახალი ზელანდია)
დამიან პენო (საფრანგეთი)
შარლზ ოლივონი (საფრანგეთი)
აარონ სმიტი (ახალი ზელანდია)
ლევანი ბოტია (ფიჯი)
შეგახსენებთ, Planet Rugby-მ გაფართოებული გუნდიც შეადგინა და 2023 წლის საუკეთესო 50 მორაგბე გამოავლინა, სადაც ბორჯღალოსნებისა და "ლიონის" ვარსკვლავი - დავით ნინიაშვილიც მოხვდა.