ნინიაშვილი და აბრამიშვილი TOP 14-ის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საფრანგეთის ჩემპიონატ TOP 14-ში მოთამაშე ქართველი მორაგბეები ნოემბრის თვის სიმბოლურ გუნდში დასახელდნენ. თვის გამორჩეულ 15 მოთამაშეში დავით ნინიაშვილი და სერგი აბრამიშვილი მოხვდნენ.
ბოლო ტურში ნინაშვილის "ლიონმა" ბაიონს" უმასპინძლა და მეტოქე 42:29 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დავითმა მოედანზე 80 წუთი გაატარა და გუნდში ერთ-ერთი გამორჩეულიც იყო.
რაც შეეხება აბრამიშვილს, მისი "სტად ფრანსე" გასვლაზე "პოსთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.
8 ტურის შემდეგ, TOP 14-ში "ლიონი" მე-10, ხოლო "სტად ფრანსე" მე-3 პოზიციას იკავებს.