ჯონა ლომუს მეორე ცხოვრება
4 წლის წინ
რაგბი
6 წთ
რატომ დაინტერესდა ჯონა ლომუ ბოდიბილდინგით?
"სპორტით ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი, თუმცა განსაკუთრებით რაგბი მიტაცებდა. ზოგადად ასეა, რომ თუ გინდა იყო წარმატებული სპორტსმენი და შენს სპორტში განსაკუთრებული, შენ შენს სხეულზე უნდა იმუშავო. პატარაობიდანვე დავინტერესდი ვარჯიშით და საბედნიეროდ მომეცა იმის საშუალება, რომ ზრდასრულ ასაკშიც მევარჯიშა. თავიდან ბოდიბილდინგმა ჩემი ყურადღება არ მიიპყრო, რადგან როდესაც ბოდიბილდერებს ვუყურებდი კი მომწონდა მათი სხეულის მასა, თუმცა როდესაც ვფიქრდებოდი ვხვდებოდი, რომ ასეთი სხეული ჩემს რაგბის კარიერას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა და მე არ გამომადგებოდა. საბოლოოდ ბოდიბილდინგმა ჩემი ყურადღება მეტად მიიპყრო, ზოგადად სპორტული ადამიანი ვარ და ძალიან მიყვარს ვარჯიში, ცუდად რომ ვთქვათ, გატაცებული ვარ ვარჯიშით. ბევრი ფიქრის შემდეგ კი გადავწყვიტე და მივიღე საბოლოო აზრი, რომ სპორტის ეს სახეობა მომწონს და მინდა დავკავდე. ამისთვის კი ცალკე, ბევრად უფრო რთული და სპეციფიური ვარჯიშები დავიწყე. სწორედ ბოდიბილდინგის ვარჯიშმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემს სარაგბო კარიერაზე, რადგან ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერი და მასიური გავხდი. თირკმლის ოპერაციამ დიდი გავლენა მოახდინა ვარჯიშზეც და კარიერაზეც, თუმცა რეაბილიტაციის პროცესის შემდეგ, კუნთის ზრდის გამო დავიწყე ცილების მიღება (ე.წ "პრიტეინების"), ეს შეიძლება იმ მომენტში ჩემთვის მძიმე შედეგის მომტანი ყოფილიყო, თუმცა სიფრთხილეს ვიჩენდი და ნელ-ნელა ვიკრეფდი ძალებს.



ფოტოზე: ჯონა ლომუ და ტრეისი ტულისი მე ასევე გამოვდიოდი წყვილების კონკურსზეც და ჩემი მეწყვილე - ტრეისი ტულისი იყო, რომელსაც ჩემნაირად ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მან ძუძუს კიბო დაამარცხა და მხოლოდ 1 წლის დაწყებული ჰქონდა ვარჯიში. ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციის წყარო იყო. ამ კონკურსმა გარკვეული თანხა გამოგვამუშავებინა, რომელიც ჩვენ ქველმოქმედებაში ჩავდეთ". საბოლოოდ ჯონა ლომუს ბოდიბილდინგის კარიერაში 2 წარმატება იყო, ერთ-ერთი იყო 90 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება, ხოლო მეორე კი ტრეისი ტულისთან ერთად წყვილთა თანრიგში.