Belive

ესპანეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 კვირის წინ რაგბი
2 წთ

16 თებერვალს მადრიდში, „ესტადიო ნასიონალ კომპლუტენსეზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებს დავით ნინიაშვილი უკაპიტნებს, ჩვენი ნაკრების ისტორიაში ნინიაშვილი 36-ე კაპიტანი იქნება. მას დებიუტი 2020 წელს ირლანდიასთან ჰქონდა, მის ანგარიშზე კი 37 კეპი და 88 ქულაა (11 ლელო, 12 გარდასახვა, 3 ჯარიმა). ნინიაშვილს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია ელის. უნივერსალური მოთამაშე შეხვედრას მგეზავის პოზიციაზე იწყებს

რიჩარდ კოკერილის გუნდში ტრავმიანობაა, ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: მგეზავი ლუკა მატკავა, მესამეხაზელები ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე ფრთა ამირან შვანგირაძე. ნიდერლანდებთან წითელი ბარათი მიიღო ბექა გორგაძემ, ხოლო მგეზავი თედო აბჟანდაძე ჯერ კიდევ შეკრების დაწყებამდე დაშავდა.

ესპანეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. დავით ნინიაშვილი (ლიონი, კაპ.), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ლიონი); 21. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 22. ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.

Georgian Rugby

სხვა სტატიები