7-კაცამ დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირი მოიგო
საქართველოს 7-კაცამ დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირის ფინალში ‘ვაილდ დოგს რაგბი’ 22:21 დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა.
სასიხარულოა, რომ ბორჯღალოსნების წარმატებების ფონზე 7-კაცაც ვითარდება და მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ, დუბაიში პირველობა არავის დაუთმო.
დუბაის საერთაშორისო ღია ტურნირი მსოფლიო სერიის ეტაპის პარალელურად იმართება და მასში წამყვანი სარაგბო ქვეყნების 7-კაცა კლუბები, წვეული გუნდები და ნაკრებები თამაშობენ.
ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა 7-კაცამ ‘ჩრდილო-დასავლელ ბარბაროსებს’ 31:0, ხოლო ‘მავრიკს’ 31:19 მოუგო, მესამე თამაში კი სამხრეთ აფრიკის ‘ოლ სთართან’ დათმო. დასკვნითი დღე ფლეი ოფებს დაეთმო და საქართველომ მეოთხედფინალში ‘ვაივერნ ჰარლიქვინზი’ 15:5 დაამარცხა, ნახევარფინალში ‘რაინოს რაგბის’ 19:17 სძლია, ხოლო ფინალში ‘ვაილდ დოგს რაგბის’ 22:21 სძლია.
დღეს დილით თასის მეოთხედფინალში ითამაშა ჩვენმა 7-ქალამ, ‘რაინოს რაგბისთან’ ვერაფერს გახდა (5:36) და ტურნირს გამოეთიშა. დუბაიში ჩვენმა გოგონებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგეს და ერთი დათმეს.
7-კაცა დუბაიში
სერგი ჩხაიძე, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, გიორგი კოშაძე, ლევან ნარიმანიძე, ირაკლი სიმსივე, ცოტნე კვესელავა, გიორგი ჭუაძე, გიორგი ჯობავა, ზაურ ლუტიძე, ზურა ნინიძე, გიორგი ნავროზაშვილი, ლევან ქუშაშვილი.
მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე
7-ქალა დუბაიში
სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელი, თეონა ჩიტაიშვილი, ირმა გულიაშვილი, თამარი მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანი კაპანაძე, ანა დათიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე
წყარო: rugby.ge