2026 წლის 6 ერის საუკეთესო მოთამაშე ცნობილია
საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, ლუის ბილ-ბიარე 2026 წლის 6 ერის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ბილ-ბიარემ წლევანდელ 6 ერზე ბრწყინვალედ იასპარეზა, 9 ლელო გაიტანა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო ტურში, ინგლისთან გატანილი 4 ლელო.
უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში 6 ერზე ფრანგი მოთამაშეები დომინირებენ - ლუის ბილ-ბიარე ზედიზედ ორჯერ დასახელდა საუკეთესო მოთამაშედ. 2024 წელს, საუკეთესო იტალიელი ტომასო მენონჩელო გახდა, ხოლო მანამდე ზედიზედ ორჯერ აღნიშნული ტიტული ასევე ფრანგ, ანტუან დუპონს ერგო.
🏆 2026 Guinness Player of the Championship
— Guinness Men's Six Nations (@SixNationsRugby) April 2, 2026
For a second year in a row your winner is Louis Bielle-Biarrey 🤩🇫🇷#GuinnessW6N #Since1883 pic.twitter.com/uyEWcfBcjT
22 წლის ფრანგმა ვარსკვლავმა 6 ერის წლევანდელ გათამაშებაში ყველა მეტოქის წინააღმდეგ შეძლო ლელოს გატანა.
ირლანდია - 2
უელსი - 1
იტალია - 1
შოტლანდია - 1
ინგლისი - 4
შეგახსენებთ, რომ 6 ერის ჩემპიონი საფრანგეთი გახდა. ლე ბლემ ბოლო ტურის დრამატულ მატჩში ინგლისი 48:46 დაამარცხა. გადამწყვეტი ჯარიმა ტომა რამომ მე-80 წუთზე გაიტანა.