ზურიკო დავითაშვილის შეფასება ლილის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურის შეხვედრაში "სენტ-ეტიენი" "ლილთან" 4:1 დამარცხდა. მატჩის დაწყებიდან 5 წუთში ზურიკო დავითაშვილმა პენალტი გამოიმუშავა, შემდგომში კი თავადვე დაარტყა და თავისი გუნდი დააწინაურა, "ლილმა" ანგარიშის გათანაბრება 32-ე წუთზე შეძლო და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. "სენტ-ეტიენი"-სთვის მეორე ტაიმი ცუდად დაიწყო, 48-ე წუთზე სტუმრებს დილან ბატუბინსიკა გაუძევეს და მასპინძლებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს.
ზურიკო დავითაშვილი 87-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.3 შეფასება დაუწერა, მან 2-ჯერ კარში დაარტყა და ერთხელ გოლის გატანა მოახერხა, ერთხელ კარისკენ დაარტყა, ხოლო ერთი დარტყმულიც დაუბლოკეს. ზურიკო 45-ჯერ შეეხო ბურთს, 24 გადაცემიდან 18 ზუსტად შეასრულა, 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 4-ში გაიმარჯვა.
"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში 18 ქულით მე-15 ადგილზეა (5 მოგება, 3 ფრე, 12 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 თებერვალს, 00:05 საათზე, უშუალო კონკურენტის "რენის" წინააღმდეგ გამართავს.
ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.