Belive

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის სიმბოლური: კვარაცხელია საუკეთესოებს შორისაა

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "პსჟ-სთან" კონტრაქტის გაფორმება 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსფერი გამოდგა.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის "ნაპოლიდან" "პსჟ-ში" გადაბარგება Flashscore-მა 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში განხორციელებული ტრანსფერების მიხედვით შემდგარ სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება:

ხვიჩა კვარაცხელიამ "პსჟ-ში" უკვე ორ მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა, სადებიუტო შეხვედრაში საგოლე პასი გააკეთა, მისმა გუნდმა კი 4 ქულის მოპოვება შეძლო. შემდეგ შეხვედრას ქართველის გუნდი 5 თებერვალს, ქვეყნის თასზე, "ლე მანთან" სტუმრად გამართავს. კვარას მესამე მატჩი "პსჟ-ს" შემადგენლობაში თბილისის დროით 00:10 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები