Belive

ვირტუსმა ვენეცია დაამარცხა | თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მე-18 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონიამ" "ვენეცია" 85:74 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 30 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, ქართველმა კალათბურთელმა 16 ქულა (9-დან 7 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 10 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

თორნიკეზე მეტი ქულა მხოლოდ ვენეციელთა კალათბურთელ, კაილ ვილტიერს ჰქონდა, მან 20 ქულის ჩაგდება მოახერხა.

"ვირტუს ბოლონიას" იტალიის სერია A-ს ცხრილში 26 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზეა (13 მოგება, 5 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით, "პარტიზანის" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 5 თებერვალს, 23:30 საათზე გაიმართება.