Belive

უკრაინული მედია: "შახტარის მოგებაში აზაროვის თამაშმა გადამწყვეტი როლი ითამაშა"

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უკრაინული მედია საშუალება sport.ua უეფას ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე ტურში დონეცკის "შახტარის" მიერ "ბრესტთან" მოგებულ (2:0) მატჩში ირაკლი აზაროვის გამორჩეულ წვლილზე საუბრობს.

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია მარინო პუშიჩის მხრიდან უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ირაკლი აზაროვის რეგულარულ და აუხსნელ უგულებელყოფაზე.

ტურნირი საწყის ხუთ მატჩში გუნდის ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ბრაზილიელმა პედრო ენრიკემ, რომლის "ატალანტასთან" თამაშიც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ დროა მწვრთნელს შანსი ვინმე სხვისთვის მიეცა, მაგრამ ნიდერლანდელმა მას ნდობა "პსვ-სთანაც" გამოუცხადა, სადაც პედრინიომ აუბსურდული წითელი ბარათი მიიღო და ამით პრაქტიკულად, თავისი გუნდის ალოგიკურ წაგებაში დიდი როლი ითამაშა, ამის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნთან" მარცხენა მცველის როლში გრამმა ითამაშა.

საბედნიეროდ, პუშიჩის გაუგებარი გადაწყვეტილებები "ბრესტთან" შეხვედრაში აღარ გაგრძელდა და საწვრთნელი შეკრების დროსვე ცხადი გახლდათ, რომ აქ თამაშს ირაკლი აზაროვი დაიწყებდა. მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა გუნდის მხრიდან ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

ქართველი ძალიან კარგად ურთიერთქმედებს ბრაზილიელ გარემარბ კევინთან, რომელსაც ფლანგზე აზაროვის აქტიურობამ საშუალება მისცა ცენტრში შეწეულიყო და იქ მეტოქეებისთვის პრობლემები შექმნა. აზაროვმა ასევე კარგად ითამაშა სუდაკოვსა და ეგინალდოსთან და ამ ყველაფერმა გუნდის მიერ "ბრესტთან" გამარჯვება უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.

ირაკლი აზაროვის გრძელმა პასმა ეგინალდო მეკარის პირისპირ დატოვა, მაგრამ ბრაზილიელს გატანამდე ცოტა დააკლდა, ქართველმა მცველმა ასევე პენალტის მოპოვება მოახერხა.

აზაროვმა სარგებელი დაცვაშიც მოიტანა: მიუხედავად იმისა, რომ "ბრესტი" შეტევების განხორციელებას ყველაზე მეტად ამ ფლანგიდან ცდილობდა, ქართველის დამსახურებით სიტუაცია კონტროლდებოდა.

აზაროვმა თავისი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი თავდაცვითი ორთაბრძოლა მოიგო", - წერს sport.ua.

საქართველოს ნაკრების ფლანგის ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში სადებიუტო მატჩი "ბრესტთან" გამოუვიდა, რომელშიც მისმა გუნდმა (2:0) მოიგო, მეორე გოლის დროს 22 წლის ფეხბურთელმა პენალტი თავად მოიპოვა.

სხვა სტატიები