Belive

წლის საუკეთესო ხუთეულში: ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ზე ბრძოლას აგრძელებს

15 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაგებად ბრძოლას აგრძელებს.

პრესტიჟული დაჯილდოების საწყის ეტაპზე, 24 წლის ქართველი წლის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო შემტევის ჯილდოსთვის იბრძოდა, ახლა კი "დიდი ფინალისტების" ვინაობა გაირკვა და ხვიჩა კვარაცხელია ხუთეულში მოხვდა.

2025 წლის საუკეთესო შემტევის ჯილდოსთვის ბრძოლაში ქართველი ფეხბურთელი ხუთ საუკეთესოს შორის მოხვდა. აქ კვარასთან ერთად უსმან დემბელე, კილიან მბაპე, რაფინია და ლამინე იამალი არიან.

აქამდე გამოკითხვაში მონაწილეობას გულშემატკივარი იღებდა, დიდ ფინალში მოხვედრილ კანდიდატებს კი სპეციალური ჟიური შეარჩევს, რომელშიც ისეთი საფეხბურთო ფიგურები შედიან, როგორებიც ლუიშ ფიგუ, ანტონიო კონტე, ფაბიო კაპელო, მარჩელო ლიპი, ფელიქს ბრიხი, ანდერსონი, ემილიო ბუტრაგენიო, ალესია პუტელასი, ჯენარო გატუზო, იან რაში, ფრანჩესკო ტოტი, იკერ კასილასი, ერიკ აბიდალი, ნიკოლა რიტსოლი, ადრიანო გალიანი და სხვები არიან.

Globe Soccer Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი 28 დეკემბერს, დუბაიში გაიმართება.

სხვა სტატიები