წლის გახსნითი მატჩი: ფუტსალის ნაკრები ბულგარეთს მეინ რაუნდში უმასპინძლებს
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დასაბრუნებლად იბრძვის. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იმყოფება და ტურნირის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის.
2025 წლის გახსნით მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 31 იანვარს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში ჩაატარებს და ბულგარეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ევროპის ჩემპიონატის საგზურს 10 ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულით ჯგუფში მეორე პოზიცია უკავია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი); წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია, თბილისი), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი);
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი