Belive

"ტრავმა მოიშუშა და სათამაშოდ მზადაა" - გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს დაუბრუნდა

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა პორტუგალიის თასის მეოთხედფინალურ მატჩში აფეშთან (3:2) მიიღო და მას შემდეგ, 9 შეხვედრაში არ უთამაშია.

გიორგი ქოჩორაშვილმა ვარჯიში განაახლა და სათამაშოდაც მზადაა.

ლისაბონის სპორტინგს კარგი სეზონი აქვს. გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში მეორე ადგილს იკავებს, ქვეყნის თასის ფინალშია გასული და იქ პორტუს უნდა შეხვდეს, ჩემპიონთა ლიგაზე კი 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და ლონდონის არსენალთან ორმატჩიანი დუელი ელოდება.

სხვა სტატიები