Belive

transferfeed: "ჩაკვეტაძისთვის ბრძოლაში ევერტონს და ვულვზს ლესტერიც შეუერთდა"

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბრიტანული მედია საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის პრემიერ ლიგაში ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

სატრანსფერო თემაზე მომუშავე transferfeed ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში "ევერტონსა" და "ვულვზს" "ლესტერიც" შეუერთდა.

"უოტფორდის" შემტევი ნახევარმცველი, გიორგი ჩაკვეტაძე "ლესტერის" ყურადღებას იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ მან ცოტა ხნის წინ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, 20-მილიონიანმა შეთავაზებამ შესაძლებელია, ტრანსფერი რეალობად აქციოს.

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ცნობილია, როგორც მარცხენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი ათიანის პოზიციის შესაბამისი კარგი დრიბლინგითა და მრავალმხრივობით, "ევერტონისა" და "ვულვზის" ინტერესებშიც არის.

"უოტფორდში" იმედი აქვთ, რომ შეძლებენ ფეხბურთელის დარწმუნებას და სულ მცირე ზაფხულამდე მათ შემადგენლობაში ყოლას", - წერს transferfeed.

გიორგი ჩაკვეტაძეს ამ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები