Belive

თორნიკე შენგელია საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩები დასრულდა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც შესანიშნავად დაგვირგვინდა, ჩვენი ნაკრები მიმდინარე წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის მთავარ ტურნირზე იასპარეზებს. მანამდე კი FIBA-ს ოფიციალური საიტი საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელს ხალხის მიერ დაფიქსირებული ხმებით არჩევს, ჩამონათვალშია საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.

თოკოს სტატისტიკა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საშუალოდ ასეთი იყო: 22.8 ქულა, 7.2 მოხსნა, 3.8 შედეგიანი გადაცემა.

ჩვენი ნაკრების კაპიტანს ამ დროის მონაცემებით 9 პროცენტი აქვს, მას კი თანაბარი მაჩვენებლით უსწრებენ ბოსნიის ნაკრების კალათბურთელი ძანან მუსა და ისრაელის მოთამაშე იამ მადარი 38-38%-ით.

ნებისმიერ გულშემატკივარს ხმის დაფიქსირება, აღნიშნული ლინკის მეშვეობით შეეძლება:

https://tinyurl.com/s5ha7tfx

View this post on Instagram

A post shared by FIBA EuroBasket (@eurobasket)

სხვა სტატიები