Belive

თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარეს

9 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანი შემტევი და ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატში 2025 წლის ნოემბრის თვეში გამოარჩიეს.

57 წლის სპეციალისტი Cablenet Cyprus-მა კვიპროსის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

მედია საშუალება ქართველ მწვრთნელს ასეთ ვიდეოს უძღვნის:

ანორთოსისმა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ნოემბრის თვეში 4 მატჩი ჩაატარა, 2 მოიგო და 2-ში ფრედ ითამაშა. ფამაგუსტას წარმომადგენელ გუნდს თემურ ქეცბაიას დაბრუნებამდე, ახალ სეზონში მატჩი არ ჰქონდა მოგებული, გასულ პერიოდში კი რვამატჩიანი წაუგებელი სერია შექმნა.

ანორთოსისი 14 ტურის შემდეგ დაგროვებული 13 ქულით კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს და შემდეგი მატჩი 20 დეკემბერს, ნიქოზიის ოლიმპიასთან უნდა გამართოს, შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე უდნა დაიწყოს.

სხვა სტატიები