Belive

შეკრება და ამხანაგური მატჩები: როგორ მოემზადება საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროსთვის?

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატისთვის სამზადისში, მარტის სანაკრებო ფანჯარაში ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

საქართველოს ნაკრების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი 17-დან 25 მარტის ჩათვლით, თურქეთში, ანტალიაში შეკრებას გაივლის.

შეკრების დროს, ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, აქედან ერთ-ერთი მეტოქე ფინეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება, მეორე კი მალე გაირკვევა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინეთთან შეხვედრას 22 მარტს გამართავს.

21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს



საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კალენდარი ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე, რომელიც სლოვაკეთში გაიმართება:

11 ივნისი: პოლონეთი V საქართველო, ჟილინა

14 ივნისი: საფრანგეთი V საქართველო, ჟილინა

17 ივნისი: საქართველო V პორტუგალია, ტრენჩინი

სხვა სტატიები