Belive

სენტ-ეტიენის ფრე ოსერთან | ზურიკო დავითაშვილის შეფასება

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურის შეხვედრაში "სენტ-ეტიენი" "ოსერს" შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.7 შეფასება დაუწერა, მან ერთხელ დაარტყა კარში, 5-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, ბურთს 63-ჯერ შეეხო, 39 გადაცემიდან 34 ზუსტად შეასრულა (87%), 14 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა.

"სენტ-ეტიენი" ლიგა 1-ის ცხრილში 18 ქულით მე-14 ადგილზეა (5 მოგება, 3 ფრე, 11 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 2 თებერვალს, 00:05 საათზე, "ლილის" წინააღმდეგ გამართავს.

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები