"საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი? კვარა" - ოსიმენი კვარას შესახებ საუბრობს
1 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გალათასარაისა და ნიგერიის ნაკრების ცენტრალურმა ფორვარდმა, ვიქტორ ოსიმენმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში შეკითხვაზე თუ ვინ არის ფეხბურთში მისი საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი, ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
"ვინ არის ჩემს კარიერაში საუკეთესო თანაგუნდელი? კვარაცხელია. ის გასაოცარი ფეხბურთელია. ხვიჩა საუკეთესო ბიჭია. ვგულისხმობ იმას, რომ ის გასახდელში მეგობრული თანაგუნდელია. მოედანზე და მის მიღმა ის გასაოცარი პიროვნებაა.
მჯერა, რომ მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იმედი მაქვს ეს მომავალში მოხდება. ის ამ მომენტში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ", - ამბობს ვიქტორ ოსიმენი.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის შემადგენლობაში გატარებულ ორ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი შექმნა. ტანდემმა 33-წლიანი პაუზის შემდეგ ნაპოლის იტალიის ჩემპიონობა დაუბრუნა და 63 მატჩში ერთმანეთის პასებით 15 გოლის გატანა მოახერხა.