საქართველოს თასზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა.
საუკეთესო 8 გუნდს შორის, 7 უკვე გარკვეულია, მერვე ადგილის მფლობელი კი ტყიბულის "მეშახტესა" და "დინამო ბათუმის" გადადებულ მატჩში გაირკვევა, რომელში გამარჯვებულიც "დინამო თბილისს" შეხვდება.
მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
"დინამო თბილისი" - "მეშახტე" - "დინამო ბათუმი"
"დინამო თბილისი 2" - "გაგრა"
"სპაერი" - "თელავი"
"გარეჯი" - "კოლხეთი 1913"