Belive

საქართველოს ნაკრების მეტოქე მთავარ მწვრთნელს იცვლის

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე, ბულგარეთი მთავარ მწვრთნელს იცვლის.

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, მთავარი მწვრთნელი ილიან ილიევი თანამდებობას ტოვებს.

ილიან ილიევს უახლოესი პერიოდის განმავლობაში შიდა საფეხბურთო წრეებში კრიტიკოსები მოუმრავლდა. მის გადადგომას პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა და რამდენიმე ლიდერი გუნდის წარმომადგენლები ითხოვდნენ.

ახალი მწვრთნელის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ბულგარეთს 7 სექტემბერს უმასპინძლებს და 18 ოქტომბერს ესტუმრება.

სხვა სტატიები