Belive

სანდრო მამუკელაშვილმა მიღებული დრო კარგად გამოიყენა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "სან ანტონიო სპურსი" "მაიამი ჰიტთან" 103:105 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 9:51 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო) და 2 მოხსნა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ბემ ადებაიომ ჩააგდო, რომელსაც 12 მოხსნაც ჰქონდა და ორმაგი დუბლი გაიფორმა, ამასთან მან ბოლო წამზე გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. 19-19 ქულა ჩააგდეს კელდონ ჯონსონმა და ტერი როზიემ.

"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 21 მოგებით და 25 მარცხით მე-12 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 4 თებერვალს, "მემფის გრიზლისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები