რომან დოლიძე: ,,რაღაც როლს ვერ მოვირგებ მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში მეტ ფულს გადამიხდიან''
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ, კევინ ჰოლანდთან ბრძოლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა:
- შენ განათლებული ბიჭი ხარ, ყოველთვის სწორ რაღაცებს ამბობ... როგორ ფიქრობ, გიშლის თუ არა ეს ყველაფერი ხელს UFC-ში?
- სიმართლე გითხრათ, მიმაჩნია, რომ კი, რადგან ამ სპორტის მაყურებელს მსგავსი რაღაცები მოსწონს... მაგრამ, ახლა 2 ბიჭი მეზრდება, ვფიქრობ, მალე კიდევ 2 მეყოლება, იმედია, მათ შორის გოგოც... ამიტომ, ვცდილობ, ისეთი ვიყო, როგორსაც მინდა, რომ ჩემი შვილები მხედავდნენ... შესაბამისად, სხვა გზა არც მაქვს. რაღაც როლს ვერ მოვირგებ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას ეს მოსწონს და ამაში მეტ ფულს გადამიხდიან. - რომან დოლიძე
კვირას, 6 ოქტომბერს, UFC 307-ზე, რომან დოლიძე კევინ ჰოლანდს დაუპირისპირდება.
ქართველ მებრძოლს UFC-ში სულ 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომელთაგან 7-ის მოგება შეძლო. დოლიძემ ბოლოს 24 ივნისს, UFC 303-ზე, იჩხუბა და ენტონი სმიტი დაამარცხა.