"რომ მცოდნოდა კვარა ნაპოლიში და პსჟ-ში ითამაშებდა" - ეროვნული ლიგის ყოფილი ლეგიონერი
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
წყალტუბოს სამგურალის ყოფილმა მცველმა, ერვინგ ბოტაკამ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა.
წარმოშობით კონგოელი და რუსეთის მოქალაქე 26 წლის ფეხბურთელი 2018-დან 2019 წლამდე ქართულ გუნდში თამაშობდა. ის ხვიჩა კვარაცხელიას "რუსთავში" თამაშის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ მას მაისური სთხოვა.
"ქართველები ძალიან ნიჭიერი და ტექნიკური ბიჭები არიან, რომლებსაც შეუძლიათ კარგ დონეზე თამაში. ამის დასტურია ხვიჩა. მოგვიანებით რუსეთში შევხვდი, როცა "რუბინში" თამაშობდა. მაშინ მას ასევე ვთხოვე მაისური ქომაგისთვის. რომ მცოდნოდა, რომ შემდეგ "ნაპოლიში" და "პსჟ-ში"ითამაშებდა, ალბათ ამ მაისურს ჩემთვის დავიტოვებდი.
ხვიჩასთან მიმოწერა არ მქონია: უფრო ნაცნობები ვართ, ვიდრე მეგობრები, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო. გასაგებია, რომ ბიჭმა ბევრი იშრომა და ბევრი გააკეთა. მან შეძლო და თავისი ნიჭითა და გენეტიკური მონაცემებით საწადელს მიაღწია", - ამბობს ერვინგ ბოტაკა.
24 წლის ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ნათამაშებ 8 მატჩში 2 გატანილი გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.