Belive

რფს-ის ისტორიული გამარჯვება და ოდიშარიას კარგი მატჩი აიაქსთან

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ლაშა ოდიშარიას გუნდმა, "რფს-მა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

უეფას ევროპა ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, ლატვიის მოქმედმა ჩემპიონმა ამსტერდამის "აიაქსს" (1:0) აჯობა და ტურნირზე სადებიუტო მატჩი მოიგო.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და სხვადასხვა სტატისტიკური პლატფორმის მიხედვით, მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს შორის მესამე ყველაზე მაღალი შეფასება (7.5) დაიმსახურა.

ქართველი ფლანგის ფეხბურთელის გუნდს აქამდე ორი ქულა ჰქონდა მოპოვებული, აქედან სადებიუტო "გალათასარაისთან" (2:2), რომელშიც ოდიშარიამ გოლის გატანა მოახერხა. 5 ქულით გუნდი 30-ე ადგილს იკავებს და პლეი-ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს.

ლაშა ოდიშარიას გუნდი, ლატვიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალია და 2005 წელსაა დაარსებული. "რიგის საფეხბურთო სკოლამ" 2016 წელს რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში ადგილი მოიპოვა და მას შემდეგ 3 ტიტულის (ორი ზედიზედ) მოპოვება შეძლო. ამასთან ერთად, გუნდმა მოკლე პერიოდში ორჯერ ევროპული ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა: ჯერ კონფერენს, ახლა კი ევროპა ლიგაზე.

სხვა სტატიები