Belive

ქართველები საუკეთესოობისთვის იბრძვიან - ხმის მიცემა დაიწყო!

20 საათის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, ყოველწლიურად მასპინძლობს დაჯილდოებას, სადაც 2025 წლის გამორჩეულ მიღწევებისთვის სხვადასხვა სპორტსმენები დასახელდებიან.

ამ გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ გულშემატკივრები. ისინი ინტერნეტის საშუალებით 24 საათში ერთხელ, ხმას უჭერენ სხვადასხვა სპორტსმენებსა თუ მწვრთნელებს, შემდეგ ნომინაციებში.

  • წლის საუკეთესო პროექტი „ძიუდო ბავშვებისთვის“

  • ძიუდო მშვიდობისთვის 2025

  • წლის საუკეთესო მომენტი

  • წლის საუკეთესო მიღწევა მწვრთნელებისათვის

  • 2025 წლის ამომავალი ვარსკვლავი

  • 2025 წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტი

  • 2025 წლის საუკეთესო ძიუდოისტი მამაკაცი

  • 2025 წლის საუკეთესო იპონი

ჩამოთვლილთაგან 4 ნომინაციაში მონაწილეობენ ქართველები და მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ, რათა სასურველ ტიტულსა და გამარჯვებას მიაღწიონ.

2025 წლის საუკეთესო ქალი ძიუდოისტის წოდებისთვის ეთერ ლიპარტელიანი იბრძვის

ასევე ნომინაციაში 2025 წლის საუკეთესო მომენტი წარდგენილია ეთერ ლიპარტელიანი, როგორც პირველი ქართველი ქალი მსოფლიოს ჩემპიონი!

ეთერ ლიპარტელიანის ემოციები ისტორიული მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ

ნომინაციაში 2025 წლის სამწრთვნელო მიღწევა - წარდგენილია საქართველოს ნაკრები, როგორც ისტორიაში პირველი შერეული გუნდური მსოფლიოს ჩემპიონობა.

ლაშა გუჯეჯიანი და მისი შეგირდები, 2025 წლის ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე

2025 წლის საუკეთესო იპონის ნომინაციაში 3 ქართულ იპონს ვხვდებით

  • ეთერ ლიპარტელიანი ტაჯიკი მეტოქის წინააღმდეგ (2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი)

  • ლაშა შავდათუაშვილი Vs. გაბა (2025 წლის თბილისის გრანდ სლემი)

  • გურამ თუშიშვილი Vs. ევგენი ბალიევსკი (2025 წლის ავსტრიის გრან პრი).

ინფორმაცია ხმის მიცემის თაობაზე

ხმის მიცემა მარტივია და შესაძლებელია https://awards.ijf.org/-ის საიტზე 24-საათში ერთხელ.

  1. დააჭირეს ლინკს - https://judotv.com/awards

  2. შემდეგ გადახვალთ საიტზე და გაივლით სწრაფ რეგისტრაციას მეილით ან რომელიმე სოციალური ქსელით.

  3. რეგისტრაციის გავლის შემდეგ კი ჩამოუყვებით დაჯილდოების თითოეულ ნომინაციას და დააფიქსირებთ საკუთარ აზრს.

ხმის მიცემა 15 იანვარს დასრულდება, გამარჯვებულები კი 2026 წლის პარიზის გრანდ სლემზე გამოვლინდებიან.