Belive

ქართული დუელი კონფერენს ლიგაზე: რას ელიან გოჩოლეიშვილისა და ზივზივაძის მწვრთნელები?

3 კვირის წინ ქართული სპორტი
2 წთ

უეფას კონფერენს ლიგის პლეი-ინში, მერვედფინალისთვის ბრძოლაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელის გუნდი შეხვდება. ორმატჩიან დუელში ერთმანეთის პირისპირ გიორგი გოჩოლეიშვილის "კოპენჰაგენი" და ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" წარსდგება.

მატჩის წინ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი საკუთარ მოლოდინს პრესკონფერენციაზე აფიქსირებს.

იაკუბ ნეესტრუპი ("კოპენჰაგენის'' მთავარი მწვრთნელი): "ჩვენი მეტოქე გუნდი ტიპურ გერმანულ ფეხბურთს თამაშობს. ისინი მაღალ პრესინგს თამაშობენ, აგრესიულები არიან, ბევრ ეპიზოდში მეტოქის პირისპირ თამაშს არჩევენ, დაცვიდან შეტევაში სახიფათოდ გადადიან. ამავე დროს, მათ პატარა სივრცეები რჩებათ ხოლმე, სადაც სწორი თამაშის შემთხვევაში აქტიური მოქმედება შეგვიძლია.

ახლა ისეთი მატჩის ჩატარება გვიწევს, რომელსაც სუპერ ლიგაში, 11 ან 10.5 მეტოქის პირისპირ იშვიათად ვატარებთ";



ფრანკ შმიდტი ("ჰაიდენჰაიმის" მთავარი მწვრთნელი): "ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ახლაა. ბევრი კეთილგანწყობილი ადამიანის რჩევა მივიღე: "ბუნდესლიგაში დარჩენის მიზნით, სჯობს კონფერენს ლიგაზე, შემდეგ ეტაპზე აღარ გახვიდე". როგორც კი ეს ჩემი დამოკიდებულება იქნება, ფეხბურთს თავს დავანებებ. ეს მე არ ვარ და ჩემი გუნდი ასე არ ფიქრობს. ამ მატჩში წარმატება ბუნდესლიგაში "მაინცთან" შეხვედრამდე დამატებით სტიმულს მოგვცემს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მოედანზე ვნახავ გუნდს, რომელსაც გამარჯვება სურს. შესაძლებელია ამ სეზონში, პრობლემები გვაქვს, მაგრამ ჩემი გუნდი ყოველთვის მოსაგებად თამაშობს. იცით, ჩვენი უახლოესი შედეგები, მაგრამ ამის მიუხედავად მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ როგორც "კოპენჰაგენთან" სათამაშოდ, ისე ატმოსფეროსთან გასამკლავებლად. მათ უკვე ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაზე და მაღალ დონეზე მონაწილეობა მათთვის უფრო ჩვეული ამბავია. ჩვენი მიზანი ისეთი შედეგის მიღწევა იქნება, რომელიც საპასუხო შეხვედრაში თავდაჯერებულობას მოგვიმატებს";

დანიურ-გერმანული დუელის საწყისი შეხვედრა კოპენჰაგენში, "პარკენზე" 13 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები