Belive

განის ნაკრებს გავუსწარით | საქართველომ ფიფას რეიტინგში წინ წაიწია

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა 2026 წლის საწყისი მატჩების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში 1 საფეხურით წინ წაიწია.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ისრაელთან ფრედ (2:2) ნათამაშები და ლიეტუვასთან მოგებული (2:0) მატჩების შემდეგ, მსოფლიოს რეიტინგში 1 საფეხურით ამაღლდა და 72-ე პოზიციას იკავებს. ჩვენმა გუნდმა განის ნაკრებს გადაუსწრო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს და რუმინეთს შეხვდება. მატჩი 2 ივნისს უნდა გაიმართოს.

სხვა სტატიები