ოფიციალურად: პაულო ფონსეკა ლიონის მთავარი მწვრთნელია
ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, უკვე ოფიციალურად დადასტურდა: "ლიონის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პაულო ფონსეკა დაინიშნა.
პორტუგალიელი სპეციალისტი უეფას ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მერვე ტურის მატჩს "ლიონსა" და "ლუდოგორეცს" შორის (1:1) დაესწრო, რომელშიც გიორგი მიქაუტაძემ საგოლე პასი გააკეთა, მეორე დღეს კი გუნდმა ახალი მწვრთნელის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
51 წლის სპეციალისტმა ახალ გუნდთან ორწელიწადნახევრაინი კონტრაქტი გააფორმა.
ლიონის "ოლიმპიკის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, პაულო ფონსეკას დანიშვნის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს კლუბის მფლობელმა, ჯონ ტექსტორმა და სპორტული მენეჯმენტის მთელმა გუნდმა.
პაულო ფონსეკას და მისი გუნდის მთავარი ამოცანა შემდეგ სეზონში "ლიონის" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება იქნება.
გიორგი მიქაუტაძის გუნდმა ევროპა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა, ლიგა 1-ში კი ევროტურნირების ზონაში იმყოფება.
🚨 @PFonsecaCoach est notre nouvel entraîneur ! 🔴🔵
— Olympique Lyonnais (@OL) January 31, 2025
Bienvenue, Paulo ! 🤝