Belive

"მინიმუმ ამ სეზონში დარჩება" - ლიონის მწვრთნელმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატება "გალათასარაის" რამდენიმე თვეა სურს, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ტრანსფერთან დაკავშირებით საუბარი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ლიონის "ოლიმპიკის" მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა, უეფას ევროპა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში "ფენერბაჰჩესთან" მატჩის წინ გამართული პრესკონფერენციის დროს ამ თემაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"გიორგი მიქაუტაძე "ლიონის" ფეხბურთელი სულ მცირე ამ სეზონში მაინც იქნება", - ამბობს პიერ საჟი.

უახლესი ინფორმაციით, "გალამ" "ლიონის" ხელმძღვანელებს კიდევ ერთი შეთავაზებით მიმართა.

24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციის დროს ქომაგები დაამშვიდა და თქვა, რომ "ლიონში" თამაშის გაგრძელება სურს.

გიორგი მიქაუტაძე მშობლიურ გუნდში 2024 წლის ზაფხულში, "მეციდან" დაბრუნდა და 25 მატჩში 8 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები